სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

Construction News

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

“დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს”, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები