წყნეთი-სამადლოს დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის აღნიშნული მონაკვეთი დროებით გადაიკეტება. სამუშაოების სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე აღნიშნული მონაკვეთი გადაიკეტება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გასული ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული გზის მონიტორინგი ევროპელ გეოლოგებთან ერთად მიმდინარეობდა. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე ტყის მასივში, რომელიც გზის სავალ ნაწილთან მდებარეობს, უნდა ჩატარდეს დამატებითი პრევენციული ხასიათის გამაგრებითი სამუშაოები, რათა არ ჩამოიშალოს ტყის მასივი.