სანქტ-პეტერბურგში, სამ სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ხანძარმა შენობის 1,000 კვ.მ ფართობი მოიცვა.
პირველი შეტყობინება ხანძრის შესახებ 03:57 საათზე დაფიქსირდა.
სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში 24 ერთეული ტექნიკა და 74 ადამიანი იყო ჩართული.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
ოფიციალური წყაროების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.