სანაპიროზე განთავსებული განახლებადი ენერგიის ნაგებობები ეკოსისტემისთვის სასარგებლოა

Construction News

დიდ ბრიტანეთში კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სანაპიროზე განთავსებული განახლებადი ენერგიის ნაგებობები ეკოსისტემისთვის სასარგებლოა.

მკვლევართა ჯგუფმა აღნიშნული დასკვნა ზღვის ფრინველების კვების ქცევაზე დაკვირვებით გამოიტანა. მონიტორინგი ჩრდილოეთ ირლანდიის სანაპიროებზე მიმდინარეობდა.

Phys.org-ის ინფორმაციით, კვლევის მოტივაცია ბუნების დამცველების სკეპტიკური დამოკიდებულება იყო სანაპირო ზოლებში განთავსებული ქარისა და ზღვის მიქცევა-მოქცევის ტურბინების მიმართ. მათი არგუმენტი ის შემთხვევები იყო, რომლის დროსაც ფრინველები ტურბინებთან შეჯახებით იხოცებოდნენ.

მკვლევრებმა მონიტორინგი სანაპიროს 3 სხვადასხვა ლოკაციაზე დრონების გამოყენებით ჩაატარეს. ისინი მცირე ტურბულენტობის ზონაში ერთ-ერთი ფრინველის მიერ თევზებზე ნადირობის პროცესს აკვირდებოდნენ. ზღვის ფრინველების აშკარა ფავორიტი ის ლოკაცია აღმოჩნდა, სადაც განახლებადი ენერგიის ტურბინები იყო განთავსებული.

როგორც ჩანს, ნაგებობის ირგვლივ წარმოქმნილი ტალღები თევზს ზედაპირზე ამოსვლას აიძულებს, რაც მის მოპოვებას აადვილებს. 

მსგავსი სტატიები