სამხრეთ კორეული კომპანია Busan City Gas ვირტუალური ელექტროსადგურის შექმნაზე მუშაობს. პროექტის ტესტირება პირველად მალაიზიაში მოხდება.
კომპანია კომპიუტერული სისტემის მოდელის შემუშავებას გეგმავს, რომელიც ენერგიის სიმძლავრის მართვას შეძლებს. აღნიშნული პროექტი 7 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. დაფინანსებაში მალაიზიისა და სამხრეთ კორეის სახელისუფლებო კომპანიები თანაბრად ჩაერთვებიან.
Power Engineerin Gint-ის ინფორმაციით, ვირტუალურ ელექტროსისტემას, რომელიც საკუთარ სერვერზე იმუშავებს, მალაიზიაში 5 სხვადასხვა ლოკაციაზე გამოცდიან.