სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად 198 სახლი დაიწვა

Construction News

სამხრეთ კორეაში 4 აპრილს გაჩენილ ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად 525 ჰექტარი და დაახლოებით 198 საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ პროვინცია განვონში მასშტაბური ხანძრის გამო, დაახლოებით 4,000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდ. დახურულია 52 სკოლა და ბაღები.

ხანძარს 873 სახანძრო მანქანა და 3,251 მეხანძრე-მაშველი ებრძვის. გარდა ამისა, სტიქიასთან გასამკლავებლად ჩართულია ქვეყნის თავდაცვის სამინიტროს 26 სამხედრო სახანძრო მანქანა, 32 სამხედრო ვერტმფრენი და 16,500 სამხედრო მოსამსახურე.

მსგავსი სტატიები