სამხრეთ კორეაში რობოტების მუზეუმს თავად რობოტები ააშენებენ

Modern Roofing

2020 წელს, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მეცნიერებისა და რობოტოტექნიკის მუზეუმის (Robot Science Museum, RSM) უჩვეულო შენობა აიგება.

მშენებლობის უფლება თურქულმა არქიტექტურულმა კომპანიამ – Melike Altinisik Architects (MAA) მოიპოვა.

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, ახალი მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იქნება ის, რომ შექმნისა და ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე – სამრეწველო დიზაინიდან დაწყებული კონსტრუქციამდე, მშენებლობისა და მომსახურების პროცესში, რობოტები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე იგეგმება მაღალი ტექნოლოგიის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, 3D-პრინტერი და დრონები.

მუზეუმის ფართობი 2,500 კვ.მ იქნება, მთლიანი კომპლექსის კი – 6,500 კვ.მ.

მუზეუმში პირველი გამოფენა 2020 წელს მოეწყობა. ობიექტის სრულფასოვანი გახსნა კი 2022 წელს იგეგმება.

მუზეუმში იგეგმება არამხოლოდ რობოტების გამოფენა, არამედ გამოფენები ასევე მიეძღვნება ზოგადად ხელოვნურ ინტელექტსა და ვირტუალურ რეალობას.

მუზეუმის შექმნის იდეა სამხრეთ კორეის დედაქალაქის ხელისუფლებას ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავს რობოტოტექნიკისაკენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას.

hi-news.ru

მსგავსი სტატიები