სამხრეთ კავკასიაში ტყის სექტორის განვითარების მიზნით ღონისძიება გაიმართა

Construction News

მსოფლიო ბანკის პროექტის “სამხრეთ კავკასია – კერძო სექტორის როლის გაძლიერება ტყის სექტორის განვითარების მიზნით” ფარგლებში  ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ტყის სექტორის კვლევის შედეგები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ლიდერმა, ტუკა კასტრენმა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია ტყის ბუნებრივი საფარით, რასაც დაცვა-განვითარება სჭირდება და ამ კუთხით ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ასევე, სომხეთის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სატყეო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სატყეო სექტორის განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტყის რესურსების გამოყენება ეკონომიკური პრინციპების დაცვით. მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ბანკს, ტყის ახალი კოდექსის შემუშავებაში გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ სატყეო მეურნეობების მოდელი და ვფიქრობ, დონორ ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით სასურველ შედეგს მივიღებთ“, – განცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს.

მსგავსი სტატიები