სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში იაპონია $367 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებს

Construction News

იაპონია გაცილებით დიდ ინვესტიციას ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ვიდრე ჩინეთი – Fitch Solutions მონაცემებს აქვეყნებს.

წყარო იუწყება, რომ იაპონია რეგიონში $367 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებს, მაშინ როდესაც ჩინეთის ბიუეჯეტი ამავე მიმართულებით $255 მილიარდს არ აღემატება.

Fitch-ის მონაცემები ძირითადად მიმდინარე პროექტებს ეყრდნობა, რომელთა დაგეგმვა, ან მშენებლობა მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს.

იაპონიის ინვესტიციის დიდი წილი ვიეტნამზე მოდის და $208 მილიარდს შეადგენს, ინდონეზიაში ქვეყანა $74 მილიარდის ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, ფილიპინებში – $43 მილიარდის, სიგაპურში – $19 მილიარდის, ხოლო ტაილანდში $15 მილიარდის ღირებულების.

რაც შეეხება ჩინეთის ინვესტიციას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, განაწილება ამ შემთხვევაში გაცილებით დაბალანსებულია. ჩამონათვალში ინდონეზია ლიდერობს $92 მილიარდით, მას ვიეტნამი მოყვება $69 მილიარდით, შემდეგ მალაიზია – $34 მილიარდი და ბოლოს სიგაპური – $28 მილიარდი.

khl-ის ცნობით, აზიის განვითარების ბანკი (ADB) საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკას, ყოველწლიურად $210 მილიარდის ინვესტიცია ესაჭიროება 2016-იდან 2030 წლამდე პერიოდში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომ რეგიონში ეკომიკის ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდეს.

მსგავსი სტატიები