სამხრეთ აფრიკაში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

Construction News

სამხრეთ აფრიკაში, ქვანახშირის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 26 მაღაროელი კი ნანგრევების ქვეშ არის ჩარჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კვირას მაღაროში 22-კაციანი ჯგუფი შევიდა და აღარ დაბრუნდა. ამის შემდეგ, ოთხშაბათს, მათ მოსაძებნად მაღაროში 10 ადამიანი შევიდა, თუმცა ისინიც აღარ დაბრუნებულან. მოგვიანებით თანამშრომლების მოსაძებნად ახალი ჯგუფი შევიდა, რომლებმაც მხოლოდ 2 ადამიანი ამოიყვანეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც მაღაროში შესულ მეორე ჯგუფის წევრებს ეკუთვნით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციის დროს, ერთ-ერთი მაშველი დაიღუპა, მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პირველი ჯგუფის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვრცელდება. ადგილზე მობილიზებულია მაშველები, თუმცა სამაშველო ოპერაციის განხორციელება სარისკოა, რადგან 4 თვის განმავლობაში მაღარო არ მუშაობდა და შიგნით ვენტილაციისა და ელექტროსისტემები არ მუშაობს.

ria.ru

მსგავსი სტატიები