სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინები მახათას მთაზე აშენდება

Construction News

სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა იწყება. ახალი დასახლება მახათას მთაზე აშენდება. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების დღეს, სამხედროებთან შეხვერდისას გაავრცელა.

საცხოვრებელი ფართები ამხანაგობის პრინციპით აშენდება და ბინის საფასურის 40% სახელმწიფო დაფარავს. ინიციატივის მიზანია სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების გაუმჯობესება.

დღეს სწორედ აქ, ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას ახალი უბნის თქვენთვის, ჩვენი სამხედროებისთვის. მე განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო ის, რომ უკვე 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა სურვილი და გაწევრიანდება იმ ამხანაგობაში, რომელსაც ყველა ერთად ავაშენებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, ბინების განაწილების ერთ-ერთი კრიტერიუმი ოჯახში ბავშვების რაოდენობა იქნება. სამხედრო მოსამსახურეები ბინებს უახლოეს მომავალში მიიღებენ.

მსგავსი სტატიები