სამშენებლო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება

Construction News

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის I კვარტალში 281.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 6.3%-ით ნაკლებია. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის I კვარტალში 75.1% შეადგინა:

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა და 139.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49.7% შეადგენს;

მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 42.7 მლნ. აშშ დოლარით;

მესამეზე – ტრანსპორტის სექტორი 28.6 მლნ. აშშ დოლარით.

საკმაოდ დაბალი მაჩვენებლი ფიქსირდება სამშენებლო სექტორში – 2019 წლის პირველ კვარტალში, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 8.3%. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სამშენებლო სექტორის წილი 69.2% შეადგენდა, ხოლო 2017 წლის პირველ კვარტალში  – 54.4%.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მსგავსი სტატიები