სამშენებლო სექტორის წილი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 8.4% შეადგენს

Construction News

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1,232.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილეს სექტორებს შორის მშენებლობა მეხუთე ადგილს იკავებს 8.4% მაჩვენებლით, რაც 103.6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას შეადგენს.

სამშენებლო სექტორს წინ უსწრებს: საფინანსო სექტორი – 22.5%, ტრანსპორტი – 17%, ენერგეტიკა – 12.8% და დამამუშავებელი მრეწველობა – 11.5%.

რაც შეეხება 2018 წლის  IV კვარტლის წინასწარ მონაცემებს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 197.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 62.3 პროცენტით ნაკლებია.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2015 – 2018 წწ. (მლნ. აშშ დოლარი)

აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მსგავსი სტატიები