სამშენებლო სექტორისთვის “თვით-გაგრილებადი” ხის მასალა შეიმუშავეს

Modern Roofing

აშშ-ში, მერილენდის უნივერსიტეტში ხის მასალაზე უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მეცნიერების ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი ჰუ ლიანგბინი ხელმძღვანელობდა, ხის მასალა ფუნდამენტურად შეცვალეს. მკვლევარებმა მასალისგან ამოიღეს ლიგნინი – ეს არის სპეციალური კომპონენტი, რომლისგანაც ხეების უჯრედების კედლები შედგება.

შედეგად ხე გარემოში აბრუნებს იმ სითბოს, რომელიც მასში მზის სხივებმა დააგროვა. შედეგად მეცნიერებმა სამშენებლო სექტორს “თვით-გაგრილებადი” სახლების მშენებლობის იდეაც მიაწოდა.

ინოვაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ხეს, რომელსაც ლიგნინის კომპონენტი გამოცლილი აქვს, სითბოს შეკავებასაც ახდენს. მეცნიერებმა ექსპერიმენტები აშშ-ში ჩაატარეს. მათი წარმატებულად დასრულების შემდეგ, გამოთვლებმა აჩვენა, რომ ინოვაციურ ხის მასალას ენერგიის 20-35%-ის დაზოგვა შეუძლია.

მსგავსი სტატიები