სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის 450,000 ლარად შეფასებული ტენდერი არ შედგა

Construction News

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევისთვის 450,000 ლარის ღირებულების ტენდერი არ შედგა.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა: 2019-2020 წლების განმავლობაში ასპინძის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50,000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე 2019-2020 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე.

სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურეობა მოიცავდა:

1. სამშენებლო ტექნოლოგიების, შესრულებული სამუშაოთა მოცულობების პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს;

2. გამოყენებული მასალების მოცულობის, პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლს.

3. სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენას, ფოტოფიქსაციას, მათი დროულად გამოსწორების კონტროლს;

4. მშენებლის მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლს ნორმატიულტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად;

5. შესრულებულ სამუშაოების აქტებში(ფორმა#2) წარმოდგენილი ერთეული ფასების იდენტიფიკაცია ხარჯთარიცხვაში წარმოდგენილ შესაბამის სამუშაოების ერთეულის ფასებთან მიმართებაში.

6. დაფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვებას და შესაბამისი აქტების დამოწმებას;

7. შესრულებული სამუშაოების აღრიცხვას;

8. შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და შემდგომ მათ დადასტურებას;

9. სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს, რაც გულისხმობს

  • სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების თარიღის შემსყიდველისთვის შეტყობინებას
  • სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების ვადის (მათ შორის, გეგმა-გრაფიკის) დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას შემსყიდველისათვის
  • სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღის შეტყობინება;

10. საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზებასა და კონტროლს, რაც არ გულისხმობს პროექტში შესატანი ცვლილებების შესაბამისობის შეფასებას საქართველოში მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებთან;

11. ხარჯთაღრიცხვის არ არსებობის შემთხვევაში, მშენებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანამექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან და ყველა დანარიცხების ოდენობის შედარებას საშუალო საბაზრო მაჩვენებლებთან;

შესყიდვა 2019 წლის 30 მაისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 30 ივნისს დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა, თუმცა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და შედეგად, ტენდერი არ შედგა.

მსგავსი სტატიები