სამშენებლო რობოტექნიკის განვითარებისთვის $226 მილიონი დაიხარჯება

Modern Roofing

ბოლო წლებში სამშენებლო ინდუსტრიაში რობოტექნიკის გამოყენების რიცხვი იზრდება. 2025 წლისთვის, მსოფლიო მასშტაბით მშენებლობაზე 7,000 -ზე მეტი რობოტის გამოიყენებას გეგმავენ. ახალი ტექნოლოგიებისთვის დაახლოებით $226 მილიონი დაიხარჯება.

Dailymail-ის ინფორმაციით, რობოტექნიკას ძირითადად შენობების დასანგრევად, სპეციფიკური მშენებლობებისა და ასევე 3D ბეჭდვა-მშენებლობისთვის გამოიყენებენ. 2018 წელთან შედარებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენება 2025 წლისთვის 10-ჯერ გაიზრდება.

რობოტექნიკის დაყოფა მოხდება კატეგორიების მიხედვით: ინფრასტრუქტურის რობოტები, ზოგადად სტრუქტურისთვის გამოსაყენებელი რობოტები და მშენებლობის დასასრულებლად შექმნილი რობოტექნიკა.

მსგავსი სტატიები