ჰონგ-კონგში ადმინისტრაციული რეგიონების ბეტონის ხარისხისა და მარაგის მოცულობის შესასწავლად კვლევა იწყება. ამისთვის ადგილობრივმა მთავრობამ ბრიტანელი ინჟინერი, მოთ მაკდონალდსი დაიქირავა.
Global Construction Review-ს ინფორმაციით, მიმდინარე და სამომავლო სამშენებლო პროექტების სიმრავლის გამო, ბეტონის მარაგის პროგნოზირება და დანაკლისის გამოვლენა აუცილებელი გახდა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, არის თუ არა მზად ჰონგ-კონგი სრულად უზრუნველყოს მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ბეტონის მოცულობა.
„სამოქალაქო ინჟინერიისა და განვითარების დეპარტამენტში“ აღნიშნავენ, რომ ჰონგ-კონგის კიდევ ერთი გამოწვევა სამშენებლო ტერიტორიის დეფიციტია. შესაბამისად, მოთ მაკდონალდსს კვლევის ფარგლებში ახალი სამშენებლო მოედნებისთვის სტრატეგიული ლოკაციების განსაზღვრაც დაევალა.