სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულები ხმაურის მაღალი რისკის ქვეშ არიან

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროს სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულები ხმაურის მაღალი რისკის ქვეშ არიან. ექსპერტის განმარტებით, რისკი განსაკუთრებით იზრდება, თუ სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

სამედიცინო ექსპერტის განმარტებით, მნიშვნელოვანია დასაქმებულმა იცოდეს, რომ მაღალი ხმაური აზიანებს მის სმენას. აღნიშნული საკითხი არის დიდი პრობლემა, რომელიც არ უნდა უგულვებელყონ.

გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებელმა აუხსნას დასაქმებულებს, თუ რა ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას პროფესიული ხმაური.

constructionweekonline.com-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან სატრანსპორტო სექტორის თანამშრომლები, ასევე ნავთობისა და გაზის წარმოებაში დასაქმებულები.

არაბთა გაერთიანებული საამიროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სამინისტრომ დაადგინა ხმაურის მაქსიმალური ზღვარი – 8 საათის განმავლობაში საშუალოდ 85 დეციბელი.

მსგავსი სტატიები