სამშენებლო ინდუსტრიაში არალეგალურად მომუშავე 17 მუშაკი ბრიტანეთიდან დეპორტაციას ელოდება. საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით, 10 ალბანელი მუშაკის ასაკი 18-31 წლამდეა, ხოლო 7 ინდოელის კი – 28-63 წლამდე.
dailymail-ის ინფორმაციით, მუშაკებიდან 11 არალეგალურად იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, ხოლო მათ შორის ექვსის ვიზას ვადა გაუვიდა. საიმიგრაციო სამსახურმა მუშაკები “Westbrooke Development”-ის სამშენებლო ობიექტზე შეამოწმა.
ფაქტს სამშენებლო კომპანია “Westbrooke Developments”-ის წარმომადგენლები უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სამშენებლო ობიექტზე მხოლოდ ადგილობრივი მუშაკები არიან დასაქმებულები, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება.