სამშენებლო კომპანია “Kier Group” 1200 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

Construction News

ბრიტანული სამშენებლო კომპანია “Kier Group” 1200 თანამშრომლის შემცირებას და ბიზნესის პროფილის ოპტიმიზაციას გეგმავს. ამ გადაწყვეტილებით მენეჯმენტი ცდილობს გამოასწოროს კომპანიის მძიმე მდგომარეობა.

“Kier Group”-მა აპრილიდან დაიწყო სტრატეგიული მიდგომების გადახედვა, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციონერებმა დირექტორი გადააყენეს.

ახალმა დირექტორმა, ენდრიუ დევისმა ინვესტორებს განუცხადა, რომ იგი მოახდენს რესურსების კონცენტრირებას კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, გაამარტივებს პორტფელს და ამავდროულად შეამცირებს  ვალდებულებებს.

მისი განმარტებით, ამიერიდან “Kier Group” კონცენტრირებული იქნება საკუთარ რეგიონში საცხოვრებლების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და კომუნალურ მომსახურებაზე,

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ 1200 თანამშომლის შემცირება, კომპანიას დაახლოებით 55 მილიონ ფუნტს დაუზოგავს 2021 წლიდან.

მსგავსი სტატიები