სამშენებლო ინსპექტირების სფეროში დრონების გამოყენება 240%-ით გაიზარდა

Modern Roofing

2017-2018 წლებში დრონების გამოყენების მაჩვენებელი, მშენებლობის ხარისხის კონტროლისა და რისკების შემცირების მიზნით, 240%-ით გაიზარდა. 

შვედეთის ლულეას ტექნიკური უნივერსიტეტის (Lulea University of Technology) ანგარიში ადასტურებს, რომ დრონებს მთავარი როლი აქვთ ინფრასტრუქტურის მონიტორინგსა და ინსპექტირების საკითხში.

მკვლევრების თქმით, დრონების გამოყენებით ინსპექტირების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს. დრონების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა კაშხლების, ქარის ტურბინების და სხვა ტიპის რთულად მისადგომი სამშენებლო მოედნების ინსპექტირებისთვის.

სამშენებლო სექტორში დრონების გამოცდა მინესოტას ტრანსპორტის დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწო. ამავე დეპარტამენტის ცნობით, დრონები ინსპექტირების ხარჯებს 40%-ით ამცირებს.

Construction Dive-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დრონები კარტოგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაბამის ინფორმაციას შეაგროვებენ, იქმნება სამშენებლო მოედნების 3D გამოსახულება, სადაც მიმდინარე მშენებლობის ხარვეზები დეტალურად ჩანს.  

მსგავსი სტატიები