სამშენებლო ინდუსტრია BDO-ს სამშენებლო მოდულზე და SAP BUSINESS ONE-ზე გადადის

Modern Roofing

სამშენებლო-დეველოპერული, ასევე სამონტაჟო კომპანიები, მათი საქმიანობის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ეფექტიანობის ზრდისა და დანახარჯების შემცირების ახალ გზებს ეძებენ. ამისთვის მათ თანამედროვე ERP სისტემა სჭირდებათ.

თანამედროვე ERP სისტემის დანერგვით, კომპანიები იღებენ ისეთ სარგებლებს როგორიცაა:

  • პროექტების მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვა
  • მრავალდონიანი ხარჯთაღრიცხვების გაციფრულება, ვერსიონირება და ანალიზი
  • პროექტის დეტალური გეგმა და რეალურ დროში შესრულების ავტომატური კონტროლი არასანქცირებული შესყიდვების გამორიცხვა
  • დანაკარგების მინიმიზაცია და საწყობის სრულყოფილი მართვა
  • ნორმატივების დახვეწა და საოპერაციო მოგების ზრდა გეგმა-ფაქტის ანალიზის საშუალებით
  • პროექტის ნებისმიერ ეტაპზე მისი მომგებიანობის კონტროლი და ორგანიზაციული მართვა
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ოპტიმიზაცია
  • ბინის თვითღირებულების განსაზღვრა და წინასწარი მომგებიანობის ანალიზი
  • დახვეწილი CRM ფუნქციონალი – მეტი წარმატებული გარიგება და გაყიდვების ეფექტიანობის ზრდა
  • გაყიდვების ანალიზი – კლიენტის, ობიექტისა და გაყიდვების მენეჯერის ჭრილში
  • დავალიანებების მართვისა და შეხსენების სისტემა
  • მარკეტინგული კამპანიების რეგისტრაცია და ანალიზი

BDO-ს სამშენებლო მოდული, რომელიც ERP სისტემა SAP Business One-ზეა დაფუძნებული, სწორედ ზემოთხსენებული და კიდევ სხვა მრავალი ფუნქციონალის გამოყენების საშუალებას აძლევს სამშენებლო-დეველოპერულ და სამონტაჟო კომპანიებს.

პროგრამული უზრუნველყოფა უკვე დანერგა Dux Development-მა, Building Better Cities-მა, „დომსონს“-მა. ხოლო „ანაგი“,  Unix Construction Companyდა „ინსტა“ ახლა ნერგავენ BDO-ს სამშენებლო მოდულსა და SAP Business One-ს.

მსგავსი სტატიები