სამშენებლო ინდუსტრიაში ჭკვიანი ჭანჭიკი შექმნეს

Modern Roofing

კომპანია “Stress Indicators”-ის ექსპერტებმა ჭკვიანი ჭანჭიკი “Smart Bolt” შექმნეს. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით ჭანჭიკი თვითონ უთითებს ხელოსანს, რომ ის საკმარისად მორგებულია მასალაზე.

building-tech-ის ინფორმაციით, ჭანჭიკს აქვს წითელი წერტილი, რომელიც მოჭერის პროცესში ფერს იცვლის და შავდება. “Smart Bolt”-ის ცენტარლურ ნაწილში მოთავსებულია სითხე, რომელიც რეაგირებს ჭანჭიკის დამაგრებისას და სწორედ ეს სითხე ახდენს გავლენას ფერის ცვლილებაზე, რაც მიუთითებს ხელოსანს თუ რამდენად საკმარისად არის ჭანჭიკი მორგებული.

მწარმოებლის თქმით, “Smart Bolt” მაღალი ხარისხისაა და მისი საექსპლუატაციო ვადა დაახლოებით 20 წელია. ჭკვიანი ჭანჭიკის გამოყენება განსაკუთრებით მაღალი რისკისა და საფრთხის შემცველ დანადგარებზეა რეკომენდირებული.

მსგავსი სტატიები