სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ

Construction News

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს, ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის  დაკვირვებასა და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღებას, თბილისის მერია დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე განახორციელებს.

დაახლოებით ორი წლის წინ, ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება, ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელებისათვის, რათა მიგვეღო სრული ინფორმაცია, რამდენად გამტარუნარიანია კონკრეტული ქუჩა, როდესაც ახალაშენებულ კორპუსში პირობითად 500 ოჯახი შესახლდება. ამას წლების განმავლობაში დეველოპერებს არავინ სთხოვდა. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორად განგვესაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა ინვესტორის მხრიდან  მოთხოვნილი პროექტი არსებულ და სამომავლო მდგომარეობას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე გვაქვს სრული ინფორმაცია, რომ თავად განვსაზღვროთ თუ რა მასშტაბის პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორი იქნება სატრანსპროტო შეფასება კონკრეტულ პროექტებზე. აქამდე ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების გაკეთებას ინვესტორს, დეველოპერს ვთხოვდით. მერიაში ორი წლის განმავლობაში დაგროვდა საკმარისი მონაცემები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამიერიდან ეს დამოკიდებულება შევცვალოთ, თითოეული წარმოდგენილი მოთხოვნის დაკვირვება თავად ვაწარმოოთ და გადაწყვეტილებაც მივიღოთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც თბილისის მერიაში ხარვეზიანი დოკუმეტები შემოდიოდა, რაც აღნიშნული მიმართულებით დამატებით პრობლემებს ქმნიდა. 

მსგავსი სტატიები