სამშენებლო გამოფენამ “ბაუმა” 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობით რეკორდი მოხსნა

Modern Roofing

სამშენებლო გამოფენა “ბაუმა” წელს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში გაიმართა. ღონისძიებას 200-მდე ქვეყნიდან 620,000-მდე ვიზიტორი დაესწრო. საგამოფენო სივრცისთვის 614,000 კვადრატული მეტრის ფართობი იყო გამოყოფილი. სამშენებლო მოწყობილობების, მასალებისა და აღჭურვილობების ასევე სამრეწველო ტექნოლოგიების გამოფენამ წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა თავის 65-წლიან ისტორიაში.

“ბაუმას” ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის ღონისძიებასთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 40,000-ით არის გაზრდილი. მათ შორის 250,000 უცხოელი იყო.

გარდა გერმანიისა, ყველაზე მეტი ვიზიტორი გამოფენას შემდეგი10 ქვეყნიდან სტუმრობდა: ავსტრია, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, ჰოლანდია, რუსეთი, შვედეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი. გამოფენით დაინტერესდა ჩინეთიც, საიდანაც “ბაუმას” ღონისძიებას 5,500-ზე მეტი მნახველი დაესწრო. რაც შეეხება თავად გამოფენის მონაწილეებს, მათი რაოდენობა წელს 3,700-ს შეადგენდა.

მსგავსი სტატიები