დალასში სამშენებლო ამწე წაიქცა, 5 სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა და ჩამოანგრია. ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 6 დაშავდა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ამწე ძლიერმა ქარმა წააქცია.
დაღუპული ქალბატონი შენობის ჩამონგრეულ ნაწილში იპოვეს, ხოლო დაშავებულები უკვე გადაიყვანეს კლინიკაში – ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა დალასში მოსალოდნელი ძლიერი ქარის შესახებ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ჩამონგრეული სახლის ერთ-ერთი მცხოვრები კევინ კოლინზი აცხადებს:
მე ძალიან მადლობელი ვარ, ეხლა შესაძლოა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი”
ინფორმაციას Sky News ავრცელებს
