პოლიციამ დაადასტურა, რომ მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული მუშაკები, ინციდენტის დროს სმენის უსაფრთხოების აღჭურვილობას ატარებდნენ (იგივე “სმენის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალება”), რის გამოც, სავარაუდოდ, მატარებლის მოახლოვება ვერ გაიგეს.
ინციდენტი 3 ივლისს, სამხრეთ უელსში მოხდა.
უბედური შემთხვევის დროს, რკინიგზის ხაზზე სამი მუშაკი მუშაობდა, რა დროსაც მათ მატარებელი შეეჯახათ. დაღუპულია რკინიგზის 2 თანამშრომელი, მესამე შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.
გამოძიების საწყის ეტაპზე არსებობს ვარაუდი, რომ ინციდენტის დროს მუშაკებს სმენის უსაფრთხოების აღჭურვილობა ეკეთათ, რის გამოც ვერ გაიგეს სამგზავრო მატერებლის მოახლოვება”, – აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი.
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მთავრობამ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2018 – 2019 წლებში, სამუშაოს შესრულების დროს ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში 147 ადამიანია დაღუპული: 32 – სოფლის მეურნეობაში, 30 – მშენებლობაზე, 26 წარმოებაში…
მონაცემებით ირკვევა, რომ ამავე პერიოდში, სამუშაოს შესრულების დროს, მოძრავი ტრანსპორტის შეჯახების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას skynews ავრცელებს.