სამტრედიაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად სახლი აფეთქდა

Construction News

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ტოლებში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რამაც ნაგებობის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 58 წლის მამაკაცი დაშავდა.

ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები