სამოქალაქო მშენებლობის ბაზარი, მსოფლიოს მასშტაბით ზრდას განაგრძობს

Construction News

კომპანია “გლობალური ბაზრის ანალიზი – GMI”-ის შეფასებით,  2025 წლისთვის სამოქალაქო მშენებლობის სექტორი კიდევ 4%-ით გაიზრდება. 2018 წელს სექტორი 9 ტრილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული და ექსპერტების აზრით, ზრდა უახლოესი 6 წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება.

საცხოვრებლების მშენებლობა, სატრანსპორტო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით თვალსაჩინო შემდეგ ქვეყნებში იქნება: აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, იტალია, რუსეთი და უკრაინა. მოწინავე პოზიციებზე იქნებიან აზიის ქვეყნებიც: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, მალაიზია და ტაილანდი.

სამოქალაქო მშენებლობის სექტორის პოზიტიურ ცვლილებას, ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობების მიმართ მოთხოვნის გაზრდასა და ურბანულ არეალებში მოსახლეობის რაოდენობის მატებას უკავშირებენ. გარდა ამისა, ზოგადი ტენდენციის მიხედვით იზრდება სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა და ინიციატივები, რაც გავლენას ახდენს სექტორის დადებით ტენდენციაზე.

მსგავსი სტატიები