სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი სკოლების მშენებლობა იგეგმება

Construction News

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლას ესტუმრა. არსებული სკოლის შენობა დაზიანებულია და მრავალი წელია რემონტი არ ჩატარებია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და სოფელში 90 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჯამში 14 სკოლის რეაბილიტაცია და 7 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება. სკოლამდელი აღზრდის ყველა  დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. მშენებლობას საქართველოს მთავრობა და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

მსგავსი სტატიები