სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2,405,405 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, პროექტი 4 თვის ვადაში დასრულდება. ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სკვერი, სპორტული მოედანი და გარე განათებები მოეწყობა.
დასახლებაში დაახლოებით 1,700 ოჯახი ცხოვრობს. პროექტი, საერთო ჯამში, 35,000 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს.