სამგორის სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია მოეწყობა

Construction News

თბილისში, სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორიას, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მერია კეთილმოაწყობს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.

მისივე თქმით, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მოსახლეობამ მერიას არაერთხელ მიმართა.

„თავდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდეს. მზად გვაქვს რეაბილიტაციის პროექტი და რამდენიმე დღეში, როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, ტერიტორიის მოწესრიგებას და კეთილმოწყობას დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები