თბილისში, სამგორის რაიონის ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, 700-მეტრიანი ცენტრალური გზა და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი მონაკვეთები მოწესრიგდება. ასფალტის საფარი საერთო ჯამში, 4,550 კვ.მ ფართობზე დაიგება.
პროექტის ბიუჯეტი 285,000 ლარია.