საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით განახორციელა ღონისძიებები.
ნავსადგურების მიმართულებით: სააგენტომ გამოსცა ცირკულარი, რომელიც საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემების სკრინინგის გაძლიერებას ემსახურება.
საზღვაო სასწავლებლები: საზღვაო სასწვლებლებში 16 მარტამდე შეწყდა სასწავლო პროცესი. მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების დეზინფექცია. იგივე ვადით გადაიდო კონფერენციები და ღონისძიებები.
მოქალაქეების დაცვის მიზნით: სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სააგენტოს შენობაში. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული წესით და ხსნარებით დამუშავდა მოქალაქეთა მისაღები და სხვა არეები.
ინფორმაციას “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო” ავრცელებს.