ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ მიღწევებს, საქართველო-ბულგარეთის ორმხრივ ურთიერთობებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.
განიხილეს თბილისსა და სოფიას შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.
ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და აღნიშნა, რომ ეს კურსი როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში გაგრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ვიცე-პრემიერს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.