სადეზინფექციო საშუალებებით გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩა დამუშავდა

Construction News

დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გრძელდება. ამჯერად, გლდანის რაიონში, ლიბანის, სარაჯიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, მშვიდობისა და ცქიტიშვილის ქუჩები მოირეცხა.

სამუშაოებს შპს “თბილსერვის ჯგუფი” და შინაგან საქმეთა სამინისტროს “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური” ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე 80-მდე ქუჩაზე ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

მსგავსი სტატიები