„სადგურის მოედანზე“ მეტრო შეფერხებით მუშაობდა

Construction News

მორიგი შეფერხება იყო დღეს დილით თბილისის მეტროსადგურში.  მეტროსადგურ “სადგურის მოედანზე” მეტრო რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრების გადაყვანას ვერ ახერხებდა. რამდენიმე წუთით მეტროს ბაქანი მგზავრებით მთლიანად გაივსო და მეტროსადგურში ხალხმრავლობა იყო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მოძრაობა ტექნიკური შეფერხების გამო იყო შეჩერებული. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დაიცალა ერთ-ეთი შემადგენლობა და ის შემდგომ ვაგონს შეუერთდა.

ამ დროისთვის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მსგავსი სტატიები