საგარეჯოში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება

Construction News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი პროექტის – „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობზე) ქარსაფარი ზოლები გაშენდება.

ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

პროექტს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

მსგავსი სტატიები