საბურთალოს რაიონში 217,779 ლარი ღირებულების ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

Construction News

საბურთალოს რაიონში, ორ მისამართზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. შესაბამისი სამუშაოები ფანასკერტელის ქუჩა N16-ში და პეტრიწის ქუჩაზე, N5ა კორპუსის მიმდებარედ ჩატარდა.

რეკრეაციულ სივრცეებში საბავშვო გასართობი მოედნები განთავსდა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა.

ამ დროისთვის, რაიონში სკვერის რეაბილიტაცია ათ მისამართზე მიმდინარეობს. ვცდილობთ, ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ატრაქციონები, რომლებიც სკვერებში მონტაჟდება, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გამწვანების სამუშაოებს – ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები. რეკრეაციული ზონების მოწყობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

ორივე პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 217,779 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები