საბურთალოს რაიონში 109,756 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

Construction News

იოსებიძის ქუჩა N65-სა და ვაჟა-ფშაველას შესახვევში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე კაუჩუკის საფარი დაიგო, სადაც საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, დაიგო რულონური ბალახი, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და შესაბამისი ინვენტარი განთავსდა.

ორივე პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 109,756 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები