საბურთალოს რაიონში ოთხ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

Construction News

საბურთალოს რაიონში, ოთხ მისამართზე – გოთუას ქუჩის N18-ში, კანდელაკის ქუჩის N8ა-ში, ტაშკენტის ქუჩის N18-სა და პეკინის გამზირის N33-ში, კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.

მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

მიმდინარე წელს, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოვაწყვეთ ახალი კომბინირებული სპორტული მოედნები, ასევე განხორციელდა ძველი მოედნების რეაბილიტაცია. ამჯერად კალათბურთის მოედნები განახლდა. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების წესს და მათ ფიზიკურ აქტივობას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ

სამუშაოების ფარგლებში, მოედნებზე პოლიპროპილენის საფარი დაიგო, განახლდა ლითონის მავთულბადეები და განთავსდა შესაბამისი ინვენტარი.

სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა და ბიუჯეტიდან 100,000 ლარით დაფინანსდა.

მსგავსი სტატიები