საბურთალოს რაიონში ნოვაციური მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო

Modern Roofing

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან თანამედროვე, მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო.

მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსებული თანამედროვე სპორტული ინვენტარი იძლევა საშუალებას, რომ მოქალაქე ვარჯიშის ინსტრუქციას წერილობით ან QR კოდის მეშვეობით, ვიდეოს სახით გაეცნოს. გარდა ამისა, ინვენტარს აქვს აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშების ვიდეოს სახით მომზადება, რომელიც მიუთითებს ვარჯიშისა და შესვენების დროს, აჩვენებს თუ რომელი სავარჯიშო, რომელი კუნთის განვითარებას უწყობს ხელს, ასევე, განსაზღვრავს სტატისტიკას, პროგრესს და კვების რეჟიმს.

ახალი სპორტული სივრცე საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა მაღალი ხარისხისაა, გააჩნია არაერთი სერტიფიკატი და ამ ეტაპზე მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს.

სპორტული ინვენტარისა და მისი მონტაჟისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 125,089 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები