საბერძნეთში, კურორტულ ზონაში ქარიშხალმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Construction News

საბერძნეთში, კურორტულ ზონაში, ძლიერმა ქარიშხალმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

თვითმხოლველის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ანგრევს ძლიერი ქარი და წვიმა ჰალკიდიკს.

შტორმი 10 – 15 წუთი გრძელდებოდა.

გარდაიცვალა ორი ჩეხი, ორი რუსი და ორი რუმინელი ტურისტი.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ.

უსაფრთხოების სამსახური ასევე 62 წლის მეთევზეს ეძებს, რომელიც ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე  შევიდა ზღვაში.

ინფორმაციას CNN-ის საბერძნეთის ფილიალი ავრცელებს.

მსგავსი სტატიები