„მარბელა ვილა“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ახალი პროექტია, რომლის მშენებლობაზეც $136 მილიონი დაიხარჯება. ვილები „Hayat Island“-ში აშენდება.
პროექტის მიხედვით „მარბელა ვილა“ მოიცავს 205 თანამედროვე ტიპის ვილისა და ორ ან სამოთახიანი სახლების მშენებლობას.
Worldconstructionnetwork-ის ინფორმაციით, ვილებში ასევე მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები გარე აუზებით, ორი სავარჯიშო დარბაზით, მრავალფუნქციური ჰოლითა და კაფეებით.
პროექტზე ხელი უკვე მოაწერეს სამშენებლო კომპანია „Al Ali“ და „RAK“ დეველოპერმა.