საამიროებში ჰიპერგზის 1 კილომეტრის მშენებლობა $40,000,000 დაჯდება

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჰიპერგზის 1 კილომეტრის მშენებლობა 40,000,000 დოლარი დაჯდება.

კომპანია „Hyperloop Transportation Technologies“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომავლის გზის მშენებლობას იწყებს. პირველი ჰიპერგზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება, ერთმანეთს დუბაისა და აბუ-დაბის დააკავშირებს. გზის პირველი მონაკვეთის სიგრძე 10 კმ იქნება, საერთო კი 150 კილომეტრი.

როგორც კომპანია “Hyperloop Transportation Technologies” წარმომადგენელმა, ბიბოპ გრესტამ განაცხადა, საამიროებში, მსოფლიოში პირველი მომავლის მაგისტრალის თითოეული კილომეტრის მშენებლობა 20-40 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. მისი განმარტებით, მატარებლის კაფსულა ესპანეთის ქარხნიდან საფრანგეთში შემდგომი ცდებისთვის უკვე ჩაიტანეს.

სატრანსპორტო სისტემას, რომელიც ელექტრომაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიის ბაზაზეა აგებული, აბუ-დაბიდან დუბაიმდე გადასაადგილებლად რამდენიმე წუთი დასჭირდება. ის 1123 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.

businessemirates.ae

მსგავსი სტატიები