საამიროებში სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე $6.5 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება. მეგაპროექტის მშენებლობაზე $6.5 მილიარდი დაიხარჯება. სტუდენტური საცხოვრებლის სტრუქტურა ჭკვიანი ქალაქის ტიპის იქნება და 3.5 ჰექტარ ფართობს დაიკავებს.

პროექტის მიხედვით, სტუდენტური საცხოვრებელი „ნესთი“ (Nest) ათი ხუთსართულიანი კომპლექსისგან შედგება. ახალი სტანდარტებით აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. საცხოვრებელი ოთახების გარდა, „ნესთი“ დაკომპლექტდება: ბიბლიოთეკით, ხელოვნების სტუდიით, ამფითეატრითა და საცურაო აუზით.

„ნესთში“ მცხოვრებ სტუდენტებს კომპლექსში ნახევარ განაკვეთზე შეეძლებათ მუშაობა. სტუდენტები ძირითადად კვების ობიქტებსა და საცალო გაყიდვებში იმუშავებენ. საცხოვრებელში ასევე გამოყოფილი იქნება ქალისა და მამაკაცის განყოფილებები.

სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

constructionweekonline.com

მსგავსი სტატიები