საამიროებში წყლის და ენერგეტიკულ პროექტებზე $1.57 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროები წყლისა და ენერგეტიკული პროექტებისთვის $1.57 მილიარდს გამოყოფს. 

შეიხი მოჰამედის განცხადებით, ჩრდილოეთ საამიროებში კაშხლების მშენებლობა იგეგმება. პროექტი უკვე დამტკიცებულია და კაშხლების მშენებლობისთვის $654 მილიონი დაიხარჯება. კაშხლების მეშვეობით წყლის რესურსების დაკავშირება დუბაისა და აბუ-დაბის მიმართულებით მოხდება.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მზის ენერგეტიკული სადგურების მშენებლობაც იგეგმება. მშენებლობისთვის $326 მილიონი დაიხარჯება.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყლის უსაფრთხოების გეგმაც შეიმუშავეს, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის წყლის დონის მაჩვენებლების გაუმჯობესებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს მილსადენების მშენებლობას, რომლისთვისაც $654 მილიონია გამოყოფილი.

მსგავსი სტატიები