საამიროებში ქალაქს ააშენებენ, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიას გამოიყენებს

Construction News

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიდევ ერთ ქალაქს ააშენებენ, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული.

საამირო შარჯას საინვესტიციო და განვითარების სამმართველო Diamond Developers-თან ერთად, ქალაქის მშენებლობას უახლოეს 3 თვეში დაიწყებს.

ქალაქი 67 ჰექტარ ფართობზე გაშენდება. მისი მშენებლობა 4 ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება. ქალაქში საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, ფერმა, სკოლა, მეჩეთი და სპორტული ობიექტები აშენდება.

businessemirates.ae-ს ინფორმაციით, ქალაქში ნარჩენების გადამუშავება და ჩამდინარე წყლების გასუფთავებაც იგეგმება.

ქალაქის მიზნობრივი აუდიტორია როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები, ასევე უცხოელები იქნებიან.

მსგავსი სტატიები