საამიროებში უცხოელებს 100 მილიონით დაეხმარებიან

საქველმოქმედო საზოგადოება “Beit Al Khair Society”, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებ გაჭირვებულ უცხოელებს 100 მილიონ დირჰამს ($27,3 მლნ) გამოუყოფს. კამპანია 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

russianemirates.com-ის ინფორმაციით, ტოლერანტობის წლის ფარგლებში, საზოგადოება გეგმავს ათასობით ოჯახს დაეხმაროს, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა. კერძოდ, საუბარია საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის საზოგადოება დაახლოებით 50 ათას ოჯახს ეხმარება, მათ შორის 4324 ოჯახს ყოველთვიური ფინანსური შემწეობა ეძლევა. გარდა ამისა, მატერიალური დახმარება ეწევა სტუდენტებს, ქვრივებს, ობლებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს. გასულ წელს ფონდმა ქველმოქმედებისთვის 73 მლნ დირჰამი ($20მლნ) გაიღო.

მსგავსი სტატიები