საამიროებში მდებარე ფოლადის თაღოვანმა ხიდმა გინესის რეკორდი მოხსნა

Construction News

მსოფლიოს ყველაზე გრძელი ფოლადის თაღოვანი ხიდი – The Shammal Bridge, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ააგეს.

თაღოვანი ხიდის სიგრძე 32.7 მეტრია. The Shammal Bridge ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, რას ალ ხაიმაჰშის საამიროში მდებარეობს.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, ხიდის ექსპლუატაციის ვადა 104 წელია. მასზე ყოველ ნახევარ საათში 2,000-მდე სატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თქმით, ფოლადის ხიდის აგება დროისა და ხარჯების ეკონომიითაც სასარგებლო აღმოჩნდა.

რეკორდსმენი ხიდის აგებისთვის 2-ჯერ ნაკლები დრო დაიხარჯა, ვიდრე ტრადიციული ბეტონის ხიდის აგებისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, ის ხშირ სარემონტო სამუშაოებსაც არ საჭიროებს.

ცნობისთვის, The Shammal Bridge-ის აგებამდე, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ფოლადის თაღოვანი ხიდი პოლონეთში მდებარეობდა. მისი სიგრძე 26 მეტრია.

მსგავსი სტატიები